ამ გვერდის ამობედვა

ცხინვალი 30 დეკემბრიდან 3 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ფაქ­ტო უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში, უსაფრ­თხო­ე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მიზ­ნით, და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ე.წ. სა­ზღვარ­ზე ერ­თა­დერთ სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვებ პუნ­ქტს კე­ტავს, - ამის შე­სა­ხებ ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ა­გენ­ტო "რესი“ იუ­წყე­ბა.

 

"30 დე­კემ­ბრის 20:00 სა­ა­თი­დან დრო­ე­ბით წყდე­ბა სამ­ხრეთ ოსე­თი-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის "ქარძმა­ნის“ მო­ნაკ­ვეთ­ზე მი­მოს­ვლა, რო­მე­ლიც გა­იხ­სნე­ბა 3 იან­ვრის 06:00 სა­ა­თი­დან და ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დე­ფაქ­ტო უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

 

 

სა­ა­გენ­ტოს ცნო­ბით, "სა­ზღვრის“ ორი გა­და­სას­ვლე­ლი პუნ­ქტი ჯერ კი­დევ სექ­ტემ­ბერ­ში და­ი­ხუ­რა ე.წ. სა­ზღვარ­თან სი­ტუ­ა­ცი­ის და­ძაბ­ვის გამო.

 

 

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სუს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, რომ სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, გა­მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზე­ბით უკა­ნო­ნოდ ზღუ­და­ვენ თა­ვი­სუ­ფალ გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ.

 

 

"აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია ცხე­ლი ხაზი და ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია. უკა­ნო­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აზი­ა­ნებს ად­გილ­ზე არ­სე­ბულ უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს და არ­თუ­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია სუს-ის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 674 ჯერ