მომიტინგეები სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას ცდილობენ
აფხაზური მედიის ინფორმაციით, მომიტინგეთა ნაწილი, რომელიც დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავდა, შენობაში შეჭრას ცდილობს.
მათივე ცნობით, აქციაზე დაახლოებით 1000 მომიტინგე იმყოფება. დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირება ე.წ. სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის.
ცოტა ხნით ადრე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის მოსმენა დაიწყო ყოფილი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატის, ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერის, ალხას კვიცინიას სარჩელზე. სარჩელი გულისხმობს, რომ გადაწყვეტილება „სახელმწიფოს მეთაურის არჩევის შესახებ“ გამოცხადდეს ბათილად.
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გასული წლის 8 სექტემბერს გაიმართა, სადაც დე-ფაქტო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ 47.39%-ით გაიმარჯვა, მოსახლეობის 46,17%-მა კი ხმა ალხას კვიცინიას მისცა. „ამცახარა“ „არჩევნების“ შედეგებს არ აღიარებს და მის გაბათილებას ითხოვს.
სიახლეები
- „ქართული ოცნების“ ორგანიზებული „საყოველთაო სახალხო შეკრება“ დასრულდა
- "არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა"
- "გლობალური ომის პარტიის აგრესიის მიზეზია, რომ ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია" - ბიზინა ივანიშვილი
- "საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ" - ბიძინა ივანიშვილი
- "პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა ქვეყანაში, რომელიც პირველ რიგში, ჩვენი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა"