ამ გვერდის ამობედვა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები 22 მარტს გაიმართება.

 

„კომისიის“ თავმჯდომარის თამაზ გოგიას განცხადებით, გადაწყვეტილება, თითქმის, ერთსულოვნად არის მიღებული.

 

 

მისივე ცნობით, „კანონის“ თანახმად, გამეორებითი არჩევნები კენჭისყრის საშუალებას აძლევს, როგორც ყოფილ, ისე ახალ კანდიდატებსაც.

 

 

სოხუმში 9 იანვარს ოპოზიციამ საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლებიც „პრეზიდენტ“ რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვდნენ. 10 იანვარს „საკასაციო სასამართლომ“ 8 სექტემბრის გამართული „საპრეზიდენტო არჩევნების“ მეორე ტურის შედეგები გააუქმა.

 

 

https://www.interpressnews.ge/ka/

წაკითხვა 570 ჯერ

სიახლეები