April 26, 2024

„ჩერნომორენერგოს“ ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ელექტრომომარაგება რუსეთიდან დაიწყო

„ჩერნომორენერგოს“ ცნობით, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები მოიხსნა.

კომპანიის „ფეისბუქ“ გვერდზე აღნიშნულია, რომ პირველი თებერვლის ღამის ორი საათიდან რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით ელექტროენერგიის გადინება დაიწყო.

 

ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, „რესპუბლიკაში“ კრიზისი მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 439.13 მეტრამდე დაეცა. „თუ წყალსაცავში წყლის დონე 420 მეტრს მიაღწევს, ენგურჰესი მუშაობას შეაჩერებს“,- ნათქვამია სტატიაში.

 

ცნობისთვის, შპს „ენგურჰესმა“ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსისა და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს.

წაკითხვა 662 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.