ამ გვერდის ამობედვა

"ქართველებთან ურთიერთობის დალაგების სურვილი არ აპატიეს..." - მოწამლული "პრეზიდენტობის" კანდიდატი და არეულობა აფხაზეთში "არჩევნების" წინ

მას შემ­დეგ, რაც ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი ას­ლან ბჟა­ნია მო­წამ­ლუ­ლია, მისი მომ­ხრე­ე­ბი სო­ხუ­მის ცენ­ტრში შე­იკ­რიბ­ნენ და ე.წ. მთავ­რო­ბის სახ­ლში შე­იჭრ­ნენ.

 

აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მე­ბი რუ­სულ РИА Новости-ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ, რომ აფხაზ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც კრას­ნო­დარ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს სამ­კურ­ნა­ლოდ, "უც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბით მო­წამ­ვლა" და­უდ­გინ­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბჟა­ნია კო­მი­დან გა­მო­ვი­და, ექი­მებს პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა უჭირთ.

 

 

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერს პო­ლი­სეგ­მენ­ტუ­რი პნევ­მო­ნია აღე­ნიშ­ნე­ბა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­აგ­ნო­ზი ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს კრას­ნო­და­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­უს­ვეს, სა­დაც ის ინ­ტენ­სი­ურ მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის.

 

 

მკი­თხველს შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ას­ლან ბჟა­ნი­ამ იან­ვარ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ვრცე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა და ქარ­თულ და აფხა­ზურ მხა­რე­ებს შო­რის დი­ა­ლო­გის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. მა­შინ ოპო­ნენ­ტებს მი­აჩ­ნდათ, რომ ეს ბჟა­ნი­ას შეც­დო­მა იყო, რა­საც მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ გა­მო­ი­ყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ პროგ­ნო­ზე­ბი არ გა­მარ­თლდა - რო­გორც აფხა­ზე­ბი წე­რენ, ქარ­თულ მხა­რეს­თან დი­ა­ლო­გის სურ­ვი­ლის მომ­ხრე­ე­ბი იმა­ზე მეტ­ნი აღ­მოჩ­ნდნენ, ვიდ­რე ეს ოპო­ნენ­ტებს წარ­მო­ედ­გი­ნათ..."

 

 

 

ერ­თი­ა­ნი ოპო­ზი­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი ბჟა­ნია კო­მა­ში ორ­შა­ბათს დი­ლით ჩა­ვარ­და, რო­დე­საც მოს­კო­ვი­დან სო­ხუმ­ში ბრუნ­დე­ბო­და. რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ის აფხა­ზურ დი­ას­პო­რას შეხ­ვდა... ბჟა­ნია სო­ჭის კლი­ნი­კა­ში მო­ა­თავ­სეს. მისი მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი აღ­მო­აჩ­ნდათ დაც­ვის წევ­რებ­საც, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ცუ­დად გრძნო­ბენ თავს.

 

 

აფხა­ზე­თის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რა რჩე­ბა. რე­გი­ონ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა კი სულ უფრო მა­ტუ­ლობს. ბჟა­ნი­ას მო­წამ­ვლამ ოპო­ზი­ცი­ის გეგ­მე­ბი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა.

 

 

"22 მარ­ტის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, ხა­ჯიმ­ბას კლა­ნი ვერ შე­ე­გუა იმას, რომ მათი ლი­დე­რის მო­შო­რე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლოა, უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლოს..." - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ალი­ას გე­თია.

 

 

აფხა­ზე­ბი ირო­ნი­უ­ლად ხუმ­რო­ბენ კი­დეც, რომ ას­ლან ბჟა­ნი­ას ზურგს უკან მდგომ­მა ალექ­სან­დრე ან­ქვაბ­მა, მო­სახ­ლე­ო­ბის მხარ­და­ჭერ­თან ერ­თად, მის ფა­ვო­რიტს თა­ვი­სი მძი­მე ბე­დიც გა­დას­ცა მემ­კვიდ­რე­ო­ბით.

 

 

ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბი

 

 

"ან­ქვა­ბი, იგი­ვე “რკი­ნის ალი­კა” 6-ჯერ გა­და­ურ­ჩა აფეთ­ქე­ბა­სა და შე­ი­ა­რა­ღე­ბულ თავ­დას­ხმას. ბჟა­ნია კი, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის წინა პე­რი­ოდს ჯან­მრთე­ლი ვერ გა­და­ურ­ჩა - ორი­ვე მცდე­ლო­ბი­სას მო­წამ­ლეს" - წერს კო­მენ­ტა­რებ­ში "ლაშა აფ­სუა".

 

 

"აშ­კა­რაა, მას ქარ­თვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის სურ­ვი­ლი არ აპა­ტი­ეს. არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მე­დი­ას და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და ქარ­თუ­ლი მხრი­დან" - მი­აჩ­ნია ირმა ბე­დი­ას.

 

 

ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ვერ­სი­ით, მო­წამ­ვლა­ში "და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი" ხა­ჯიმ­ბას წრე­ებ­ში უნდა ვე­ძე­ბოთ, სა­დაც ბჟა­ნი­ას ერ­თა­დერთ რე­ა­ლურ კან­დი­და­ტად აღიქ­ვა­მენ.

 

 

ცნო­ბის­თვის, ას­ლან ბჟა­ნია მო­წამ­ვლის ნიშ­ნე­ბით შარ­შან აპ­რილ­შიც მო­ა­თავ­სეს მოს­კო­ვის ერთ-ერთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ბერ­ლინ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. გერ­მა­ნე­ლი ექი­მე­ბის დას­კვნით, ანა­ლი­ზებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი მო­წამ­ლეს, მას სის­ხლში მძი­მე მე­ტა­ლე­ბის მა­ღა­ლი კონ­ცენ­ტრა­ცია აღ­მო­აჩ­ნდა.

 

 

რა ელის აფხა­ზე­თის ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებს?

 

 

"საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში" ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობს აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის ვიცე-პრე­მი­ე­რი, ად­გურ არ­ძინ­ბა და ში­ნა­გან საქ­მე­თა ექს-მი­ნის­ტრი, ლე­ო­ნიდ ძი­აპ­შ­ბა... ხა­ჯიმ­ბას მომ­ხრე­ე­ბი არ­ძინ­ბას­კენ იხ­რე­ბი­ან. მას შემ­დეგ, რაც მან გა­ნა­ცხა­და, რომ ბჟა­ნი­ას მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გა­რე­შე "არ­ჩევ­ნე­ბი" არ ჩა­ტარ­დე­ბა, მის მი­მართ სიმ­პა­თია გა­ი­ზარ­და. თუმ­ცა, სხვე­ბის თქმით, ის უბ­რა­ლოდ ძა­ლე­ბის მოკ­რე­ბას ცდი­ლობს.

 

 

ად­გურ არ­ძინ­ბა

 

 

აფხა­ზე­ბის თქმით, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ 22 მარტს და­ნიშ­ნუ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, ჩა­ი­შა­ლოს, რად­გან ბჟა­ნი­ას მომ­ხრე­ე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის გა­რე­შე, ალექ­სან­დრე ან­ქვა­ბის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნას ითხო­ვენ, ან არ­ჩევ­ნე­ბის გა­და­ტა­ნას იქამ­დე, ვიდ­რე ბჟა­ნია ფეხ­ზე არ წა­მოდ­გე­ბა.

 

 

"მთავ­რო­ბის სახ­ლთან" ად­გურ არ­ძინ­ბას მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც მი­ვიდ­ნენ და არ­ჩევ­ნე­ბის დათ­ქმულ დროს ჩა­ტა­რე­ბა მო­ი­თხო­ვეს... ბგან­ბამ მხა­რე­ებს სთხო­ვა, არ გა­მო­იყ­ვა­ნონ თა­ვი­სი მომ­ხრე­ე­ბი ქუ­ჩა­ში, რათა ვი­თა­რე­ბა “კა­ნო­ნის ფარ­გლე­ბი­დან” არ გა­მო­ვი­დეს.

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 624 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 04 2020

სიახლეები