ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ კანდიდატს ასლან ბჟანიას ე.წ. არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

 

„არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რომელიც მოქალაქეთა ნების თავისუფლად გამოხატვის გარემოში გაიმართა, თქვენი უდიდესი ავტორიტეტის დადასტურებაა თქვენ თანამემამულეთა შორის“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში. რუსეთის პრეზიდენტი მზადყოფნას გამოთქვამს ბჟანიასთან ერთობლივად იმუშაოს რუსეთ-აფხაზეთს შორის მოკავშირეობის განმტკიცებისთვის.

 

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობა სახელმწიფოს სათავეში ხელს შეუწყობს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას საერთაშორისო არენაზე“, - ნათქვამია პუტინის მილოცვაში.

წაკითხვა 956 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.