ამ გვერდის ამობედვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „ინაუგურაცია“ 23 აპრილს გაიმართება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინაუგურაცია 23 აპრილს, ე.წ. სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის დარბაზში გაიმართება.

ამის შესახებ ე.წ. პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

 

აფხაზეთში კორონავირუსის გავრცელების საფრთხისა და მოქმედი ე.წ. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, „ინაუგურაციის“ გასამართად სამუშაოები უკვე დაწყებულია - იუწყება „სპუტნიკი“.

 

სააგენტოს ინფორმაციით, დამტკიცებულია ცერემონიის პროგრამა, რომელიც ერთ საათს გაგრძელდება. განიხილება სტუმრების ვიწრო წრის დაპატიჟება. ასევე, განიხილეს უსაფრთხოების ზომები ღონისძიების გამართვისას.

წაკითხვა 584 ჯერ