„სიამაყეს ვერ გადავაბიჯებთ“: როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმა («BBC Russian») გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური მასალა სათაურით „სიამაყეს ვერ გადავაბიჯებთ“: როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში“ (ავტორები - ოლღა ივშინა და ნინა ახმეტელი).

პუბლიკაციაში გადმოცემულია კორონავირუსთან ბრძოლის მიმდინარეობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

 

სტატიაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ჯანდაცვის სისტემაში ბევრი ხარვეზია, აკლიათ ინდივიდუალური დამცავი საშუალებები, მედიკამენტები, ფინანსები და სპეციალისტები. მართალია, ოფიციალურად ამ რეგიონებში ვირუსით გარდაცვალება დაფიქსირებული არ არის, მაგრამ ავადმყოფები არსებობენ, განსაკუთრებით აფხაზეთში.

 

პუბლიკაციაში ყურადღება ექცევა მნიშვნელოვან საკითხებს: რა დახმარებას გაუწევს საქართველო აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს და მიიღებენ თუ არა სეპარატისტები ამ დახმარებას? „ეპიდემიის მიუხედავად, ჩვენ თავის დაკარგვას არ ვაპირებთ.. მით უმეტეს, რომ არანაირი ისეთი აფეთქება არაა, რომ ჩვენ სიამაყეს გადავაბიჯოთ და თბილისში ვინმე გავგზავნოთ, ან დახმარება ვთხოვოთ“, - აცხადებს „ბი-ბი-სი“-სთან საუბარში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული აფხაზური შტაბის წარმომადგენელი ალხას ჯინჯოლია.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://www.bbc.com/russian/features-52395921?xtor=AL-73-%5Bpartner%5D-%5Byandex%5D-%5Bheadline%5D-%5Brussian%5D-%5Bbizdev%5D-%5Bisapi%5D

წაკითხვა 677 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.