April 26, 2024

აშშ-ის ელჩი ეუთოში: "სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი"

სამხრეთ ოსეთის ტერიტორია არ არსებობს, ეს არის საქართველოს ოკუპირებული ნაწილი.

არ არსებობს საზღვარი სამხრეთ ოსეთთან, ეს მთლიანად საქართველოს ტერიტორიაა, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა ეუთოში ჯეიმს გილმორმა ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.



ელჩმა მოსკოვი საქართველოს ტერიტორიის მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულა.



"მოვუწოდებთ, შეჩერდეს სტრუქტურების, ღობეების, ნიშნების ან ბარიერების მშენებლობა/გამაგრება, რომლის მიზანია ადმინისტრაციული საზღვრის ხაზების "ბორდერიზაციის" გაძლიერება ან გაფართოება. ეს ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მცდელობას, რომ მიიტაცოს საქართველოს ტერიტორია", – განაცხადა გილმორმა.



გარდა ამისა, ამერიკელმა დიპლომატმა ლუგარის ცენტრის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ გმობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას. მისივე თქმით, მოსკოვის ყალბი ბრალდებები განხილვასაც არ იმსახურებს.

 

"აშშ გმობს რუსეთის დეზინფორმაციულ კამპანიას, კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს ბრძოლის შესახებ. მოსკოვი კიდევ ერთხელ ცრუობს საქართველოში ღრმადპატივცემული კვლევის ინსტიტუტის, რიჩარდ ლუგარის ცენტრის შესახებ და ამჯერად ის ამას სერიოზული პანდემიის ფონზე აკეთებს", - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ რუსეთის მთავრობის მიზანია, პანდემია საკუთარი საზიანო ზეგავლენის გაძლიერების საშუალებად გამოიყენოს.

 

"სიმართლე ისაა, რომ ლუგარის ცენტრი სწორედ ისეთი დაავადებების აღმოსაჩენად და გასაკლავებლად შეიქმნა, როგორიც "კოვიდ 19"-ია. მოსკოვის ცრუ ბრალდებები ამ საბჭოზე განხილვასაც კი არ იმსახურებს", - აღნიშნა ჯეიმს გილმორმა.

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 606 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.