March 29, 2024

აფხაზეთში ე.წ საზღვრის კვეთისთვის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს მხარდაჭერით, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა, რომლებსაც აფხაზეთის ე.წ საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

 

გალის რაიონის სოფელ ალაკუმხარაში დაკავებულნი არიან 1990 წელს დაბადებული ბუთხუზ კვირკვია, 1987 წელს დაბადებული მიხეილ ლამანძია და 1992 წელს დაბადებული მათე ლამანძია.

 

მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

 

დაკავებულები საგამოძიებო იზოლატორში გადაიყვანეს.

წაკითხვა 549 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 09 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.