ამ გვერდის ამობედვა

ენგურის ხიდი ისევ ჩაიკეტა

ენგურის ხიდი, რომელიც აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 22 ივნისს გაიხსნა, დღეს ისევ ჩაიკეტა.

ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნების უფლება მხოლოდ ე.წ. აფხაზური პირადობისა და დროებითი საცხოვრებლის მქონე პირებს ჰქონდათ.

 

ოკუპირებული აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებით გადაადგილება აკრძალული იყო.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში ე.წ. საზღვარი 794-მა მოქალაქემ გადაკვეთა. 

წაკითხვა 558 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 25 2020

სიახლეები