ამ გვერდის ამობედვა

რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული 23 წლის მწყემსი გაათავისუფლეს

ორკვირიანი მოლაპარაკების შემდეგ, რუსმა მესაზღვრეებმა 23 წლის მწყემსი, დავით ვარდოშვილი გაათავისუფლეს.

 

დავით ვარდოშვილი საქართველოში გვიან ღამით გადმოიყვანეს და ის საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული.

 

ახალგაზრდა რუსმა მესაზღვრეებმა 3 ივნისს, ყადორის მთაზე, საქონლის მწყემსვისას საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავეს.

 

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინვე განმარტა, რომ მოხდა მყისიერი რეგაირება, მათ შორის ინიციდენტის დეტალების დასადგენად. ასევე, პროცესში ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია.

წაკითხვა 529 ჯერ