ამ გვერდის ამობედვა

ოკუპირებულ აფხაზეთში დაუგეგმავი საბრძოლო წვრთნები დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში 3 ათასზე მეტ რუს სამხედროს უეცარ საბრძოლო მზადყოფნაზე ამოწმებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

 

საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებაში 500-მდე ერთეული ტექნიკაა ჩართული, მათ შორის არის საბრძოლო მანქანები - "БМП-3" , საბრძოლო ტანკები "Штурм", "САУ 2С3" ტიპის ჰაუბიცები, საზენიტო-სარაკეტო დანადგარები "С-300" და სხვები. 

 

უეცარი სწავლების შესახებ 17 ივლისს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. სწავლება 21 ივლისამდე გაგრძელდება. 

წაკითხვა 515 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 18 2020