„გმადლობთ, მიშუსტინ! აფხაზეთი საზღვრის გახსნის შემდეგ“

გერმანული რადიოსადგური „დოიჩე ველე“ («Deustche Welle») პუბლიკაციაში სათაურით „რუსი ტურისტები აფხაზეთში შევიდნენ“ იტყობინება, რომ რუსეთმა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონთან - „აფხაზეთის რესპუბლიკასთან“ -კორონავირუსის გამო რამდენიმე თვის წინ ჩაკეტილი ჩაკეტილი საზღვარი ორი აგვისტოდან ისევ გახსნა (პრემიერ-მინისტრის მიხეილ მიშუსტინის განკარგულებით), რის შედეგადაც არაა გამორიცხული, რომ ეპიდომოლოგიური სიტუაცია მკვეთრად გაუარესდეს.

„ამასთან დაკავშირებით არაღიარებული აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ექსტრენული თათბირი ჩაატარა. „ჩვენთან ჯერ კიდევ საზღვრის გახსნამდე მოხდა ვირუსის გავრცელების აფეთქება, გუდაუთის საავადმყოფო დაავადებულებით ივსება, ყოველდრიურად 8-10 ინფიცირებულ ვავლენთ და უკვე ამ ეტაპზე ნათელი ხდება, რომ ავადმყოფთა ასეთი ნაკადის შეჩერება ძალიან ძნელი იქნება... და თუ ამას რუსი ტურისტები დაემატებიან, ჩვენ უბრალოდ, გავჩერდებით და ჩვენს მოქალაქეებსაც კი ვერ დავეხმარებით“, - განაცხადა თათბირზე მინისტრმა ალხას კონჯარმა.


რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით სტატია გამოქვეყნდა რუსულ ყოვედღიურ გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეც“-შიც («Московский комсомолец») სათაურით „გმადლობთ, მიშუსტინ! აფხაზეთი საზღვრის გახსნის შემდეგ“, რომელშიც რუსი ჟურნალისტი მკითხველებს მდინარე ფსოუზე არსებულ სასაზღვრო-გამსვლელი პუნქტის გავლისა და აფხაზეთში შესვლის შთაბეჭდილებებს აცნობს. როგორც კორესპონდენტი აღნიშნავს, აფხაზეთში მწვავე ეკონომიკური კრიზისი სუფევს, ამიტომ საზღვრის გახსნას და რუსი ტურისტებისა და დამსვენებლების ნაკადს რესპუბლიკის მოსახლეობა მოუთმენლად ელოდებოდა. რა თქმა უნდა, ეს კორონავირუსით დაავადების რისკებს ზრდის, მაგრამ მაინც. აფხაზეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლიუდმილა სკორიკმა განაცხადა, რომ „კოვიდ-19“-ის აფეთქება ელვისებურად ვრცელდება, ბოლო ორ-სამ დღეში ინფექცია 14 ადამიანს დაუდასტურდა, სამი პაციენტი კი უკვე გარდაცვლილია. ვირუსის გავრცელების მთავარი კერაა ქალაქი გაგრა, გუდაუთა და სოხუმი. საერთოდ, კორონავირუსის შესახებ აფხზეთში ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს, შეიძლება ითქვას, რომ ნულოვანი დონეა. ის, რაც რუსეთის მოქალაქისთვის უკვე ისეთივე ელემენტარულია, როგორც ორჯერ ორი ოთხი, აფხაზეთისთვის ჯერ კიდევ „ტერა ინკოგნიტას“ წარმოადგენს. ბევრი ჯერ კიდევ დარწმუნებულია, რომ ვირუსი მხოლოდ მოხუცებს კლავს და ამიტომ შვილები ასაკოვან მშობლებს მთებში ხიზნავენ.


მოკლედ, კორონავირუსთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი რამ გადაწყდა: თუ რუსეთიდან შესული ტურისტებიდან რომელიმეს „კოვიდ-19“ აღმოაჩნდება, მას ოპერატიულად მიიყვანენ ფსოუმდე, იქ კი რუსულ მხარეს გადასცემენ“, - წერს სტატიის ავტორი.


წყაროები:


https://p.dw.com/p/3gIPH
https://www.mk.ru/social/2020/08/02/poezdka-v-abkhaziyu-srazu-posle-otkrytiya-granicy-menya-porazila.html


მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 692 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.