ამ გვერდის ამობედვა

მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა

რუსეთის გადამდგარმა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა Facebook-ზე საქართველოს რეგიონი დაბლოკა.

რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მყოფი ვერცერთი ადამიანი მედვედევის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვეღარ იპოვის. 

 

როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება მან მას შემდეგ მიიღო, რაც აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერა და საქართველოს მოქალაქეების უკმაყოფილება და უარყოფითი რეაქციები დაიმსახურა. 

 

"მთავარი არხი" დაინტერესდა, იძებნება თუ არა მისი Facebook-გვერდი სხვა ქვეყნებში. მაგალითად, გერმანიაში. აღმოჩნდა, რომ საქართველოსგან განსხვავებით, დიმიტრი მედვედევის Facebook-პროფილი გერმანიაში მყოფთათვის ხელმისაწვდომია. 

 



 

რუსეთის გადამდგარმა პრემიერმინისტრმა 2008 წლის აგვისტოს ომს ვრცელი პოსტი 8 აგვისტოს მიუძღვნა. დაწერა, რომ რუსულმა მხარემ "ნაძირლების ქმედებებს უპასუხეს"

წაკითხვა 770 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 08 2020

სიახლეები