რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ: ოკუპაცია და დეზინფორმაცია COVID-19-თან დაკავშირებით

გაზეთ „ვაშინგტონ თაიმს“-ში («The Washington Times») გამოქვეყნებულია აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის სტატია სათაურით „რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ: ოკუპაცია და დეზინფორმაცია „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით“.

 

როგორც პუბლიკაციაში ნათქვამი, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, როცა რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა, მოსკოვი აგრძელებს ქართული კვალის წაშლის მცდელობას, ჰიბრიდული ომის მეთოდებით, დეზინფორმაციის გავრცელებით.

 

„რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებს არღვევს, მკვლელობა და ადამიანთა გატაცებები ჩვეულებრივი მოვლენა გახდა. მოსკოვი სულ უფრო აქტიურ ზემოქმედებას ახდენს ხელოვნურად შექმნილ ადგილობრივ ორგანოებზე, აძლიერებს იქ არსებულ სამხედრო ბაზებს, ადგილობრივ მოსახლეობას რუსულ პაპორტებს აძლევს. ამით აშკარად ჩანს რუსეთის მცდელობა ოკუპირებული ტერიტორიების მიერთების მიზნით, რადგანაც მოსკოვმა ვერ მიაღწია მიზანს ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო აღიარების თაობაზე“, - ნათქვამია სტატიაში.

 

საქართველოს ელჩი წერს იმ მნიშვნელოვან დახმარებაზე, რომელსაც აშშ უწევს საქართველოს რუსეთის აგრესიული მცდელობების წინააღმდეგ. „მოსკოვის აგრესია გამოიხატება კიბერშეტევებითა და დეზინფორმაციის მძლავრი ნაკადით, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო. რუსული დეზინფორმაცია მიმართულია რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობას, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან წარმატებით მუშაობს. ამ სამეცნიერო დაწესებულებამ დიდი წვლილი შეიტანა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, რუსული მასმედია კი სიცრუეს ავრცელებს - თითქოსდა ლაბორატორია ტოქსინებისა და სასიკვდილო ვირუსების შექმნა-გამოცდის პოლიგონს წარმოადგენს.

 

მაგრამ რუსეთის მუქარებისა საქართველოს არ ეშინია, პირიქით - მოსკოვის მოქმედება აძლიერებს საქართველოს სურვილს და მზადყოფნას გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი. კრემლის მიერ გავრცელებული დეზინფორმაციის მიუხედავად, საქარტველოსმოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავ მხარს უჭერს ქვეყნის სწრაფვას ევროპულ და ევროატლანტიკური სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ.

 

2008 წლიდან დაწყებული, ნატო თავის ყოველ სამიტზე აღიარებს, რომ საქართველო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციაში დიდ წარმატებებს აღწევს. ნატოს სტანდარტების თანახმად, საქართველოს ბიუჯეტის ორი პროცენტი სამხედრო ხარჯებს ხმარდება. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ ავღანეთში... ყოველთვის, როცა ნატოს და აშშ-ს საქართველოს დახმარებას სთხოვენ, თბილისის არასდროს უარს არ ამბობს და მოწოდებას დაუყონებლივ პასუხობს. ახლა კი დადგა იმის დრო, რომ ნატომ უპასუხოს ჩვენს მოწოდებას ალიანსში გაწევრიანების თაობაზე“, - ხაზგასმულია სტატიაში.

 

წყარო: https://www.washingtontimes.com/news/2020/aug/20/georgia-endures-russian-occupation-and-covid-19-di/

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წაკითხვა 1686 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 21 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.