April 18, 2024

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია ირმა ინაშვილის ნაჩუქარი ხატის მიღებაზე უარს აცხადებს

ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია ქართველი დეპუტატების მიერ ჩატანილ ხატს საჩუქრად არ იღებს და უკან დააბრუნებს, - ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს, ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს. ეს მისია ისე შედგა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არაფერი უცნობებიათ. მსგავსი აქციები დაუშვებელია, ვიდრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

წაკითხვა 575 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.