ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია ირმა ინაშვილის ნაჩუქარი ხატის მიღებაზე უარს აცხადებს
ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესია ქართველი დეპუტატების მიერ ჩატანილ ხატს საჩუქრად არ იღებს და უკან დააბრუნებს, - ამის შესახებ ე.წ. აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
„აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესია არ მიიღებს ხატს, რომელიც ქართველმა დეპუტატებმა აფხაზეთის მრჩევლის მონაწილეობით ჩამოიტანეს და ილორის ტაძარს აჩუქეს, ეკლესია ხატს უკან დააბრუნებს. ეს მისია ისე შედგა, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არაფერი უცნობებიათ. მსგავსი აქციები დაუშვებელია, ვიდრე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და აფხაზეთის სახელმწიფოს არ აღიარებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- "ვინც ამბობს, რომ ეს კანონი რუსულია, არა მარტო იტყუება, არამედ ცრუპენტელობს" - პრემიერი
- "დროა, პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი გამოსავლის საძიებლად, ურთიერთობებმა გადაინაცვლოს ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან"- საპატრიარქო
- "დღეს ქვეყანა გადასარჩენია" - თბილისში დაგეგმილ აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდნენ
- "83-მა დეპუტატმა ხელი მოაწერა სახელმწიფოს ღალატს" - თამარ კორძაია
- პარლამენტის მიერ კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“, „მონებო“ „რუსებო“ შეხვდნენ