ოკუპირებული გალიდან ბიზნესმენი გაიტაცეს

58 წლის ბიზნესმენი ჯემალ სოსელია გაიტაცეს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოდან.

ამის შესახებ ინფორმაციას გალის ე.წ. ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ავრცელებს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ გატაცებული მოქალაქე საბერიოს მკვიდრია. 

 

მედიის ინფორმაციით, წუხელ 22:00 საათზე ოთხმა შეიარაღებულმა პირმა გააჩერა ბიზნესმენის მანქანა და აიძულა ტრანსპორტი ენგურჰესის მიმართულებით, საოკუპაციო ხაზისკენ წაეყვანა. იმ იმედით, რომ ვინმე შენიშნავდა და დახმარებას გაუწევდა, ჯემალ სოსელიამ ავტომობილი ელექტროსადგურის მიმართულებით წაიყვანა.

 

"ეხო კავკაზას" ცნობით, გამტაცებლებმა ბიზნესმენს სცემეს. მედიასაშუალების წყარო ამბობს, რომ "ბოროტმოქმედები ქართულად და მეგრულად საუბრობდნენ"

 

მომხდარის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გალის ტელევიზიაც. მათი ცნობით, გატაცებულის გამოსასყიდი თანხის თაობაზე შეტყობინება არ ყოფილა.

წაკითხვა 452 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 07 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.