ამ გვერდის ამობედვა

კაცი, რომელმაც აფხაზეთიდან ზუგდიდში მოსახვედრად ენგური გადაცურა, გზაში გარდაიცვალა

კაცი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში გადასვლას ცდილობდა, გზაში გარდაიცვალა. 

 

გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ საზღვრის  ჩაკეტვის გამო შუახნის კაცმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად მდინარე ენგური გადმოლახა, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

 

გავრცელებული ინფორმაციით შუახნის კაცი გარდაცვლილი სოფელ კოკში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. 

 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 155-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წაკითხვა 572 ჯერ

სიახლეები