სომხეთში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

სომხეთის ხელისუფლებამ, მთიანი ყარაბაღის მოვლენების გამო, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია გამოაცხადა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

 

"სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია ცხადდება. გადაწყვეტილება ძალაში ოფიციალური გამოქვეყნებისთანავე შევა. მოვუწოდებ შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას, გამოცხადდნენ სამხედრო კომისარიატებში. ჩვენი სამშობლოს, ჩვენი გამარჯვებისთვის", - წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 526 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.