ამ გვერდის ამობედვა

"7 სოფელი ოკუპაციისგან გათავისუფლდა" - აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ზაქირ ჰასანოვმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ კონტრშეტევის შედეგად, აზერბაიჯანულმა არმიამ მტრის თავდაცვის ხაზი გაარღვია და 7 სოფელი ოკუპაციისგან გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

”აზერბაიჯანის არმია კონტრშეტევას წარმატებით ახორციელებს, მტერი კი არც ისე ძლიერია და უკან იხევს”, - განაცხადა ზაქირ ჰასანოვმა.

 

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, სომხური მხარის თავდასხმის შედეგად, აზერბაიჯანის 7 მშვიდობიანი მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წაკითხვა 525 ჯერ

სიახლეები