აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთის სარაკეტო თავდასხმას განჯაში 7 პირი ემსხვერპლა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ ღამით სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. 

 

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სომხეთი განზრახ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს, 1949 წლის ჟენევის კონვენციასა და მის დამატებით ოქმებს, აგრეთვე 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასა და განაგრძობს აზერბაიჯანული დასახლების დაბომბვას.

 

რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ცნობით, სომხეთის შეიარაღებული ძალების სარაკეტო შეტევის შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში 7 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაშავდა. 

 

შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები არიან მობილიზებულები. ამ დროისათვის, ნანგრევებიდან დაშავებულთა ამოყვანა მიმდინარეობს.

 

მანამდე, ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 გარდაცვლილის შესახებ. 

წაკითხვა 556 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.