შეძლებს თუ არა სოხუმის რეჟიმი ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას

“რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას აპირებს.

ეს მას შემდეგ გადაწყდა, რაც დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ვლადიმირ პუტინს შეხვდა. კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თუ აეროპორტი აღდგა, ეს ფორმალობა და უკანონობა იქნება, რადგან ეს საქართველოს ტერიტორიაა, საქართველო კი საერთაშორიო ფრენების უფლებას არ იძლევა. რუსული მედიის ინფორმაციით, “როსავიაციის” წარმომადგენლები სოხუმის აეროპორტში იყვნენ, რომლებიც აპირებენ, რომ აეროპორტის ტექნიკურ მდგომარეობა შეისწალონ და შემდგომი ნაბიჯები განსაზღვრონ, კაპიტალური რემონტისა და ფუნქციონირებისთვის. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის მშენებლობის შესახებ 12 ნოემბერს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას ისაუბრა. 17 ნოემბრის პრესკონფერენციაზე ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აეროპორტის ფუნქციონირება სრულიად შესაძლებელია, თუმცა ამისთვის აფხაზეთში ჯერ სათანადო პირობები უნდა შეიქმნას”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეძლებს თუ არა სოხუმის რეჟიმი ბაბუშერას აეროპორტის აღდგენას - “აფხაზეთში ისეთი სიღარიბეა, ეჭვი მეპარება თვითმფრინავით იმგზავრონ”.

 

“როგორც ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ უკანონოა და ამ აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენებს ვერ განახორციელებენ, რუსეთში რეგულარული ფრენებით მოსახლეობა არ ისარგებლებს, რადგან თვითმფრინავით მგზავრობა დაახლოებით ათჯერ ძვირი ჯდება, რისი საშუალებაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს არ აქვთ. “საქართველოსთვის არსებითად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ, რომ იქ რაც მოხდება, უკანონო იქნება, ამაზე უკვე მრავალი წელია საუბარი მიდის, ყოველი დე ფაქტო ხელისუფლების მოსვლისას ამაზე ლაპარაკი იყო და მერე მიჩქმალდებოდა ხოლმე. საქმე იმაშია, რომ “ბაბუშერას” აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენებს ვერანაირად ვერ განახორციელებენ, “იკაო” (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) არ მისცემს უფლებას იმიტომ, რომ ეს საქართველოს ტერიტორიაა და საქართველო ამის უფლებას არ იძლევა”, - განმარტავს ზაქარეიშვილი, რომლის თქმით, “ამიტომ იქიდან ნებისმიერი ფორმით განხორციელებული ფრენები, რაც ხორციელდება კიდეც, უკანონოა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“მაგალითად როცა რუსეთმა აფახაზეთის დამოუკიდებლობა უკანონოდ აღიარა, მაშინ ლავროვი სოუმში სახელწიფო თვითმფრინავით ამ აეროპორტში დაეშვა, ანუ ეს აეროპორტი იშვიათად წელიწადში ორ-სამჯერ, მაგრამ გამოიყენება. შესაძლოა სოხუმიდან რუსეთში უკანონო ფრენები მაინც აღდგეს, მაგალითად როსტოვში და იქიდან უკვე სოხუმში მცხოვრებლებმა საერთაშორისო ფრენები განახორციელონ, მაგრამ რატომ უნდა იწვალონ და სოხუმიდან იგივე ადლერში წავიდნენ, როცა ამავე ადგილამდე ავტობუსით უფრო იაფი დაუჯდებათ, ანუ მხოლოდ რუსეთში ფრენები არარენტაბელურია, შესაძლოა ზარზეიმით გაიხსნას, მაგრამ სინამდვილეში იქიდან ვერავინ იფრენს, ძალიან ძვირია, თან აეროპორტის უსაფრთხოებისთვის მთელი ინფრასტრუქტურაა საჭირო”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

 

“ერთის მხრივ ეს უკანონობაა, მეორეს მხრივ კი ხალხი არ ყოფნის იმდენი, რომ მათ ფული ჩადონ და ეს ძვირადღირებული პროექტი აამუშაონ. მათთვის უკეთეს შემთხვევაში ეს პიარკამპანია იქნება, რათა გარკვეული ამბიციები დაიკმაყოფილონ, სინამდვილეში კი იქიდან შესაძლოა ფრენები ადლერში, სოჩაში, ან უკეთეს შემთხვევაში როსტოვში კვირაში ერთხელ განახორციელონ. ისე კი აფხაზეთში ისეთი სიღარიბეა, რომ ეჭვი მეპარება ადამიანებმა თვითმფრინავით იმგზავრონ, ეს ფორმალობაა, უკეთეს შემთხვევაში სიმბოლიზმია, რომ აეროპორტი მუშაობს, შუძლიათ ქართველებს მშვიდად იყვნენ, რომ უცხოეთში ამ აეროპორტიდან ფრენები ვერ განხორციელდება, ყველაზე მეტი ადამიანი თუ სოხუმის აეროპორში თვითმფრინავში ჩაჯდეს და ადლერში ან როსტოვში გაფრინდეს და იქიდან მაგალითად სტამბოლში გაფრინდეს ,მაგრამ ეს უკვე რუსული რეისი იქნება და არა აფხაზური”, - დასძენს ზაქარეიშვილი.

წაკითხვა 570 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 20 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.