ამ გვერდის ამობედვა

ავღანეთში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ავღანეთში, 19 დეკემბერს, აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის ობიექტი "ბაგრამის" ავიაბაზა გახდა, რომელიც ფარვანის პროვინციის ცენტრში მდებარეობს. 

 

ფარვანის პროვინციის რაიონული ადმინისტრაციის წარმომადგენლის ვაჰიდა შაჰკარის განცხადებით, კალანდახარის რაიონიდან 4 რაკეტა გაისროლეს .გარდა ამისა, სულ მცირე 6 ნაღმი პოლიციამ გააუვნებელყო.

 

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა და აეროდრომი არ დაზიანებულა..

წაკითხვა 615 ჯერ

სიახლეები