ამ გვერდის ამობედვა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვს

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს სავალდებულო სამხედრო სამსახური გავლილი არ აქვს. ამის შესახებ ჯუანშერ ბურჭულაძემ გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე თქვა.

მისი თქმით, მას ამისთვის თავი არ აურიდებია და ეს განპირობებული იყო იმით, რომ ოჯახი 17 წლის ასაკში შექმნა და შვილი შეეძინა. 

 

მისივე თქმით, რაც დრო გადის, ჯარი ნაკლებად პოპულარულია და ეს მსოფლიო ტენდენციაა.

 

პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მთავრობის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

წაკითხვა 549 ჯერ