ამ გვერდის ამობედვა

"მოსალოდნელია, რომ რუსეთი გააგრძელებს ბორდერიზაციას და კიბერშეტევებს"

მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სმაინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „რუსეთი შეეცდება შეასუსტოს აშშ-ს, NATO-სა და ევროკავშირის როლი და გავლენა გლობალურ პოლიტიკაში“.

 

„ჩვენი ანალიზით, ლოკალური უსაფრთხოების ძირითად გამოწვევად რჩება რუსეთის ფედერაციის მხრიდან სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა. ასევე, სამხედრო აგრესიის შემთხვევაში უსაფრთხოების ფორმალური საერთაშორისო გარანტიების არარსებობა. მოსალოდნელია, რომ რუსეთი კვლავ გააგრძელებს ჰიბრიდულ მოქმედებებს, მათ შორის, „ბორდერიზაციის“ პროცესს, კიბერშეტევებს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებას საქართველოში ეროვნული თანხმობის შერყევისა და საზოგადოებაში არსებული პროდასავლური კურსის დისკრედიტაციის მიზნით.

 

ასევე, რეგიონალური უსაფრთხოების ძირითადი გამოწვევაა რუსეთის მცდელობები დააბრუნოს მეზობლები და მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნები საკუთარ პოლიტიკურ ორბიტაზე ან სულ მცირე, აღკვეთოს მათი დასავლეთთან ინტეგრაცია. გასათვალისწინებელია რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები და მცდელობები შეინარჩუნოს სამხედრო უპირატესობა რეგიონში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

წაკითხვა 437 ჯერ

სიახლეები