ამ გვერდის ამობედვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა.

„უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მარიოპოლში, გმირულად დაიღუპა უვაჟკაცესი კაცი, პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა! ბახვა იყო საქართველოს ყველა ომის მონაწილე, დიდებული მებრძოლი და ქვეყნისთვის თავდადებული მეომარი!ვუსამძიმრებ მის ოჯახს,მეგობრებს,თანამებრძოლებს, „აზოვის“ დანაყოფს და მთელ საქართველოს!“- წერს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა „ფეისბუქში“.

 

ცნობისთვის, უკრაინაში გუშინ 2 ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი დაიღუპა. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს

წაკითხვა 552 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 19 2022