ამ გვერდის ამობედვა

"რუსეთი უკრაინაში აკრძალულ ნაღმებს იყენებს" - Human Rights Watch

უკრაინაში მებრძოლმა რუსულმა ჯარებმა ხარკოვის რეგიონში აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები გამოიყენეს. ამ ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინელებმა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები 28 მარტს აღმოაჩინეს. Human Rights Watch-ის მიხედვით, უკრაინა მსგავსი ტიპის ნაღმებს საერთოდ არ ფლობს.

 

„ცნობილია, რომ რუსეთს აქვს ეს ახლად განლაგებული ნაღმები, რომლებსაც შეუძლიათ განურჩევლად მოკლას და დაასახიჩროს ადამიანები 16 მეტრის რადიუსში. მსოფლიოს ქვეყნებმა მკაცრად უნდა დაგმონ რუსეთის მიერ უკრაინაში აკრძალული ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება. ეს იარაღი არ განასხვავებს სამხედროებსა და სამოქალაქო პირებს შორის და ტოვებს სასიკვდილო მემკვიდრეობას მომავალი წლების განმავლობაში“, - აცხადებს HRW-ის შეიარაღების განყოფილების დირექტორი სტივენ გუზი.

 

ცნობისთვის, 1997 წლის ნაღმების აკრძალვის საერთაშორისო ხელშეკრულება მთლიანად კრძალავს პერსონალის საწინააღმდეგო ნაღმების გამოყენებას, წარმოებას, შენახვასა და გადაცემას. რუსეთი არ არის იმ 164 ქვეყანას შორის, რომლებიც ხელშეკრულებას შეუერთდნენ.

წაკითხვა 475 ჯერ