ამერიკული გემების აქტიურობა შავ ზღვაზე-მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს

როგორც ცნობილია, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ნატოს მთავარი წევრის სტატუსით, რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირების გამო, შავ ზღვაზე თავისი მუდმივი ყოფნა 2008 წლიდან უზრუნველყო.

2014 წლიდან, აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთ-ნატოს შორის დაძაბულობის მატებასა და იმავე რეგიონში აშშ-ის სამხედრო ყოფნის ზრდასთან ერთად, პენტაგონმა შავ ზღვასაც მიაპყრო თვალი და მის აკვატორიაშიც ამერიკული სამხედრო გემების ცურვის სიხშირე მნიშვნელოვნად გაფართოვდა“-ამის შესახებ ირანული გამოცემა, «Iran Russian Radio//Pars Today» წერს.

 

აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, შავ ზღვაში ამერიკული სამხედრო გემების ყოფნა განპირობებულია მოკავშირეებისათვის მხარდაჭერით, ანუ რუმინეთის, ბულგარეთის და უკრაინის მიმართ. საყურადღებოა, რომ ვაშინგტონმა ოდესაში შექმნა საზღვაო ოპერაციების ცენტრიც, რომელმაც, თავის მხრივ, რუსეთის ნეგატიური რეაქცია გამოიწვია.

 

ამერიკა კიდევ უფრო გააქტიურდა ქერჩის სრუტეში უკრაინისა და რუსეთის გემებს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ: 2019 წლის 6 იანვარს შავ ზღვაში შევიდა აშშ-ის დიდი საესკადრო ნაღმოსანი USS Fort McHenry.

 

ეს კიდევ არაფერი - ამ დღეებში პენტაგონმა შავ ზღვაში გაგზავნა კიდევ ერთი მსგავსი საესკადრო ნაღმოსანი USS Donald Cook, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერა თავისი ყოფნა აკვატორიაში. რუსეთი ამერიკის აქციას [ზოგიერთი ქვეყნის] შემაგულიანებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ პენტაგონის ასეთი მოქმედება რეგიონში არსებულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს. რა თქმა უნდა, თავის მხრივ რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გემებმა შესაბამისი მონიტორინგი დაიწყეს აშშ-ის გემების მიმართ, მათი გადაადგილების კონტროლის მიზნით.

 

რუსეთის პოზიციის თანახმად, შავი ზღვის აკვატორიაში აშს-ის სამხედრო ხომალდების ყოფნა მის ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრება. მოსკოვმა ამის თაობაზე აშშ და ნატო არაერთხელ გააფრთხილა. რუსი სტრატეგოსების აზრით, შავ ზღვაზე აშშ-ის აქტიურობა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის აქტიურობის შემადგენელი ნაწილია რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან.

 

სწორედ ამიტომაც რუსეთის ახალ საზღვაო დოქტრინაში აქცენტი გადატანილია შავი ზღვის სამხედრო ფლოტის გაძლიერებაზე, რაც იმაზე მეტყველებს, რუსეთი მზადაა მიიღოს ამერიკის გამოწვევა და მას პასუხი გასცეს. მით უმეტეს, რომ მოსკოვის აზრით, შავი ზღვის მეშვეობით აშშ-სა და ნატოს კავკასიაში გავლენის განმტკიცებს სურს, სადაც, თავის მხრივ, რუსეთს სასიცოცხლო ინტერესები აქვს.

 

რუსეთის მკვეთრი და დაუყონებლივი რეაქცია შავ ზღვაზე ამერიკული ხომალდების გამოჩენასთან დაკავშირებით სრულიად გასაგებია. მოსკოვისათვის შავი ზღვის აკვატორია, განსაკუთრებით ყირიმი, მისი მისი სამხედრო ფლოტის გემების დისლოკაციის ისტორიულ ადგილს წარმოადგენს. ამჟამად მოსკოვი დიდ ძალისხმევას ახმარს ფლოტის გაძლიერებას.

 

შეიძლება გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ: შავი ზღვის მილიტარიზაცია და მის აკვატორიაში სხვადaსახვა სამხედრო-საზღვაო ტექნიკის დილოკაცია მიმდინარე ეტაპზე მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ერთგვარ შეჯიბრად, გადაიქცა. სავარაუდოდ, უახლოეს დროში კონკურენციის არენაზე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება, რის შედეგადაც შავი ზღვა სერიოზული კონფრონტაციის კერად გადაიქცევა.

 

წყარო: NSP.GE

წაკითხვა 623 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 23 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.