თავდაცვის ძალებში მიღების სტანდარტები მარტივდება

თავდაცვის ძალების დაკომპლექტების პოლიტიკა მარტივდება,- ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2019 წელს დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მარტივდება ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებიც. მინისტრის ინფორმაციით, შესაბამისი საბუთების წარდგენა არა ერთ, არამედ ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი.

 

„თავდაცვის ძალების შემადგენლობის შენარჩუნების მიზნით, უფრო გავამარტივეთ მისი დაკომპლექტების პოლიტიკა. ადრე მას, ვისაც უნდოდა, რომ თავდაცვის ძალების წარმომადგენელი გამხდარიყო, უწევდა სხვადასხვა ლოკაციაზე მისვლა, რათა გარკვეული ნორმატივები ჩაებარებინა. ახლა ჩვენ მოთხოვნებს ვამარტივებთ, მათ შორის ვამარტივებთ ფიზიკური მომზადების კუთხით სტანდარტებს. შესაბამისად, პიროვნებას, რომელიც საბრძოლო მომზადებას გაივლის, შესაძლებლობა ექნება, მომზადების პერიოდში მიაღწიოს სტანდარტს და გახდეს თავდაცვის ძალების წარმომადგენელი.

 

რაც შეეხება უშუალოდ საბუთების შეგროვებას, ახლა თუ ეს მხოლოდ ერთ ლოკაციაზე იყო შესაძლებელი, ჩვენ რეგიონალური პრინციპის მიხედვით გავშალეთ და უკვე ექვს ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი დოკუმენტაციების წარდგენა. როგორც უკვე აღვნიშნე, მათი შერჩევა გამარტივებული წესით მოხდება, რაც ხელს შეუწყობს მეტი დაინტერესებული პირის თავდაცვის ძალებში მიღებას,"- განაცხადა ლევან იზორიამ.

წაკითხვა 221 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 28 2019
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.