ამ გვერდის ამობედვა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ მუშუქია, დაიღუპა. იგი დონეცკის ოლქში, ბახმუტთან, აფეთქებას ემსხვერპლა.

გასული წლის 16 აპრილს, როდესაც უკრაინაში 3 ქართველი მებრძოლი დაიღუპა, ზურაბ მუშუქია მძიმედ დაიჭრა, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

 

2022 წლის თებერვლიდან დღემდე უკრაინაში, ომში დაიღუპულია 45 ქართველი მოხალისე, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს იბრძოდნენ.

წაკითხვა 476 ჯერ