პროფესიული პროგრამის სტუდენტები შესაძლოა, ჯარიდან გათავისუფლდნენ

პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მის სტუ­დენ­ტე­ბი შე­საძ­ლოა, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ
. ამის შე­სა­ხებ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტში უკვე შე­სუ­ლია.
რო­გორც პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით, „სამ­ხედ­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 30-ე მუხ­ლის („სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის გა­და­ვა­დე­ბა“) პირ­ვე­ლი პუნ­ქტი პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტებ­ზე არ ვრცელ­დე­ბა.
ამას­თან, რო­გორც პრო­ექ­ტშია გან­მარ­ტე­ბუ­ლი, პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტი არის პირი, რო­მე­ლიც სწავ­ლობს პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე ან მოკ­ლე ციკ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე.
„მი­ზან­შე­წო­ნი­ლია, რომ წვე­ვამ­დე­ლის სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­და­ვა­დე­ბა გავ­რცელ­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის ან მოკ­ლე ციკ­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მის პრო­ფე­სი­ულ სტუ­დენ­ტებ­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა აქვთ კო­ლე­ჯებს, ასე­ვე ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტე­ბი ვერ სარ­გებ­ლო­ბენ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის გა­და­ვა­დე­ბის უფ­ლე­ბით, რაც ხელს უშ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სრულ­ფა­სო­ვან ალ­ტერ­ნა­ტი­ვად გან­ხილ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.
ambebi.ge
წაკითხვა 40 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.