პრეზიდენტი თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში დღეს,

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბთან პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას, თავდაცვის ძალების მეთაურის პირველი მოადგილეს, პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ზაზა ჩხაიძეს და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ შალვა ჯაბახიძეს შეხვდა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის ძალებს, მათ გაძლიერებას და თავდაცვის ძალების წინაშე მდგარ მთავარ გამოწვევებს; სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დაისახა ერთობლივი ნაბიჯები.

imedinews.ge

წაკითხვა 161 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.