"საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის შემოყვანის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, არ მგონია, რომ ეს კარგია"

ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა - არ მგონია, რომ ეს კარგია, - ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი კითხვას, აზიანებს თუ არა, საქართველო-ამერიკის ურთიერთობას, პრეზიდენტის მიერ სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება. თამარ ჩუგოშვილის თქმით, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დგას და აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია, რატომ დაიწყო ამ თემის განხილვა.

 

"ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება ვფიქრობ, არ იყო საჭირო. არ ვიცი, ეს საიდან გაჩნდა. რეალურად, არ დგას დღის წესრიგში სამხედრო ბაზების შემოყვანის საკითხი. არ მგონია, რომ ეს კარგია. რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის კუთხით, ვფიქრობ, საკმაოდ ნათელია სახელმწიფოს პოზიცია," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება რეკომენდებულად არ მიაჩნია.

 

როგორც ზურაბიშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული.

 

„არ მგონია ეს რეკომენდებული იყოს. ვფიქრობ, ეს ქვეყანა ისეთ ადგილზე მდებარეობს, სადაც უსაფრთხოება უნდა გავაძლიეროთ. არაა საჭირო გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება პროვოკაციად იქნას აღქმული და ამასთან, არ მგონია შეერთებული შტატები აქ სამხედრო ბაზის ქონისთვის მზად იყო, რაც ყურადღებას მიიქცევს არა მხოლოდ რუსეთისგან, არამედ ტერორისტული მოძრაობებისგანაც, რომლებიც ჩვენს რეგიონში ძალიან აქტიური არიან. ჩვენს შორის არსებული ურთიერთგაგების საფუძველზე, უნდა გავაღრმაოთ და გავაფართოოთ თანამშრომლობა და არ გადავდგათ ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა სხვების რეაქციის პროვოცირება გამოიწვიოს“, - აცხადებს ზურაბიშვილი.

წაკითხვა 831 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.