ამ გვერდის ამობედვა

რუსული მედიის ცნობით, პუტინის ხელმძღვანელობით ჩატარებული წვრთნების დროს ინციდენტი მოხდა

რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების დასკვნით ეტაპზე, რომელსაც 17 ოქტომბერს პრეზიდენტი პუტინი ხელმძღვანელობდა, შეფერხება მოხდა.

 

გაზეთი „ვედომოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულ ორ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ატომურმა წყალქვეშა კრეისერმა „რიაზანმა“ მხოლოდ ერთი ბალისტიკური რაკეტის გასროლა შეძლო და არა ორის, როგორც ეს გეგმით იყო გათვალისწინებული.

 

წყაროების ინფორმაციით, მეორე რაკეტამ გამშვები დანადგარის შახტიდან გასვლა ვერ შეძლო და კრეისერი დისლოკაციის ადგილს გაუსროლელი ბალისტიკური რაკეტით დაუბრუნდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში არ უპასუხეს ინციდენტის შესახებ "ვედომოსტის" მიერ გაგზავნილ შეკითხვას.

 

სამხედრო სწავლება „გრომ 2019“ გასულ კვირაში, 15-17 ოქტომბერს ჩატარდა რუსეთის სამხრეთის და აღმოსავლეთის სამხედრო ოლქებში და ბარენცის და კასპიის ზღვებში. სულ დაგეგმილი იყო 16 ბალისტიკური რაკეტის გაშვება.

 

 

https://www.radiotavisupleba.ge/

წაკითხვა 712 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 21 2019