"ძლიერთა თამაშებში" მონაწილე ქართველი სამხედროები დღეს ავსტრალიაში გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“  „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games 2018) ქართველი მონაწილეების გაცილების ცერემონიალი გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს და სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს „ძლიერთა თამაშებში“ წარმატება უსურვა. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საერთაშორისო ასპარეზობაში მონაწილე ქართველ სამხედროებს მომავალშიც მაქსიმალურად შეუყწობს ხელს და წარმატების მიღწევაში მხარს დაუჭერს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, 2018 წელს საქართველოს სახელს ავსტრალიაში, ქალაქ სიდნეიში 15 ქართველი სამხედრო მოსამსახურე წარადგენს. ქართული გუნდი მონაწილეობას სპორტის შვიდ სახეობაში: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე მიიღებს.

გასულ წელს საქართველოს ნაკრებმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ დროს მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

„ძლიერთა თამაშები“ ოფიციალურად 20 ოქტომბერს გაიხსნება და 27 ოქტომბერს დასრულდება.

წაკითხვა 317 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.