ნატოს უდიდეს სამხედრო წვრთნაში საქართველოც მონაწილეობს

ნატო, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უდიდეს სამხედრო წვრთნებს დღეიდან იწყებს.

 

ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ნორვეგიაში „ერთობლივ სამკაპად“ წოდებული წვრთნების მთავარი ფაზა დაიწყება.

Trident Juncture 18 ორ ეტაპად, 25 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე და 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე გაიმართება. მასში ჩართული იქნება რეკორდული რაოდენობის, 40 ათასამდე ჯარისკაცი, მათ შორის საქართველოდანაც. ასევე 130 თვითმფრინავი, 70 ხომალდი და 10 ათასამდე სამხედრო ტექნიკა.

მანევრების ჩატარების მიზანს ახალი ტიპის საფრთხეებზე ალიანსის რეაქციის შემოწმება წარმოადგენს. წვრთნები ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შესახებ მეხუთე მუხლის სცენარის მიხედვით გაიმართება. 

სწავლება ძირითადად ნორვეგიის ტერიტორიაზე ჩატარდება. საზღვაო და საჰაერო მანევრირებისთვის კი ჩრდილოეთ ატლანტიკისა და ბალტიის ზღვა და ფინეთისა და შვედეთის საჰაერო სივრცეეებს გამოიყენებენ.

imedinews.ge

წაკითხვა 361 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.