"ძლიერთა თამაშებიდან" ქართველი სამხედროები ოქროს მედლებით დაბრუნდნენ

„ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს.

ქ. სიდნეიში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ ისინი მჯდომარე ფრენბურთის ჩემპიონები გახდნენ. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება 2:0 მოიპოვა. ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. მჯდომარე ფრენბურთის 10-კაციანი გუნდის კაპიტანი ვიცე-პოლკოვნიკი, ბესარიონ ღუდუშაური იყო. ქართველ სამხედროებს მსოფლიო ასპარეზობისთვის მწვრთნელი გიორგი ქართველიშვილი ამზადებდა.

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ავსტრალიაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის 7 სახეობაში იასპარეზა: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი 100, 200 და 1500 მ დისტანციებზე), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე.

„ძლიერთა თამაშები“ ავსტრალიაში 20-27 ოქტომბერს გაიმართა. პარატურნირი გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით უკვე მეოთხეჯერ გაიმართა. ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა საქართველოს სახელი პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში წარმოაჩინეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში და გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში იასპარეზეს.

წაკითხვა 292 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.