"საქართველოს წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია“

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყნის წინაშე დღეს არსებულ უმთავრეს გამოწვევად რჩება რუსული ოკუპაცია.

მან აღნიშნა, რომ ურთულესი უსაფრთხოების გარემო ქვეყანამ წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიიღო და ყოველდღიურად უწევს ე.წ. ბორდერიზაციასთან გამკლავება.  

 

სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შიდა და საგარეო გამოწვევებზე,  რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე, ჰიბრიდულ გამოწვევებზე. 

 

მან აღნიშნა, რომ ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, თავდაცვის უწყება თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ხელმძღვანელობს სტრატეგიული მიმართულებებით.

წაკითხვა 656 ჯერ განახლდა განახლდა ივნისი 12 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.