April 25, 2024

რისთვის ემზადება ნატო შავ ზღვაში - ოდესასთან ალიანსი “სი ბრიზ 2020-ს” მართავს

“რეგიონული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შავ ზღვაში ნატოს წვრთნები “სი ბრიზ 2020” მიმდინარეობს, რომელშიც ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პარტნიორები - საქართველო-უკრაინაც ჩაერთვნენ - ამჯერად წვრთნებს უკრაინა მასპინძლობს, მანევრები კი ოდესის სიახლოვეს დაიწყო.

“სი ბრიზ 2020”-ის მიზანია შექმნას კომბინირებული შესაძლებლობები, წევრ და პარტნიორ ქვეყნების საზღვაო რეგიონალური უსაფრთხოება უზრუნველყოს. მანევრებში 27 საბრძოლო ხომალდი, 19 სამხედრო თვითმფრინავი და 2000 სამხედრო მოსამსახურე ჩაერთო, მასში მონაწილეობას იღებს აშშ, ბულგარეთი, თურქეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და ნორვეგია, ასევე პარტნიორი ქვეყნები უკრაინა და საქართველო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რისთვის ემზადება ნატო შავ ზღვაში - ოდესასთან ალიანსი “სი ბრიზ 2020-ს” მართავს.

 

“გავრცელებული ინფორმაციით, წვრთნებში აშშ-ის საზღვაო ხომალდი “პორტერი”-ც ჩაერთო, რომელიც გემის მეთაურის თქმით, ამ წვრთნებში “პორტერის” ჩართვა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა უსაფრთხოება უკეთ უზრუნველყოს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” ამბობს, რომ “სი ბრიზ 2020” წვრთნების მიზანი, შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს წევრი ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორებისათვის უსაფრთხოების დაცვაა, რომელიც რეგიონში ასევე ასიმეტრიული საფრთხეების აღკვეთასაც ითვალისწინებს. მისივე თქმით, ნატოს მიერ შავ ზღვაში წვრთნების ჩატარება რუსეთისთვის არასასიამოვნო პროცესია და შესაძლოა გარკვეული პროვოკაციაც კი განახორციელოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“ეს წვრთნები ნატოს მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს, რომელიც შავი ზღვის უსაფრთხოების განზომილების ფორმატში განხორციელებული ღონისძიებებია, ამ შემთხვევაში ნატოსთვის მნიშვნელოვანია შავი ზღვის აკვატორიაში არსებული უსაფრთხოების პირობების გამტკიცება, როგორც სიმეტრიული ასევე ასიმეტრიული საფრთხეების აღკვეთა. რუსეთი დღეს უკვე ნატოს პირდაპირი მოწინააღმდეგეა, თუ მტერი არა და ბუნებრივია ეს საკითხიც მოიაზრება თუ როგორ შეუძლია ნატოს მისი წევრების ბულგარეთის, რუმინეთის და მისი სტრატეგიული პარტნიორების რუსული აგრესიისაგან დაცვა. ეს ასევე შავი ზღვის აუზის რეგიონში ასიმეტრიული სამხედრო საფრთხეების აღკვეთას ითვალისწინებს, ნარკოტიკების, იარაღის უკანონო გადაზიდვა, ტერორისტებისა და მეკობრეების წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. მესამე ის, რომ ესაა ნატოს წევრ სახელმწიფოებსა და პარტნიორ სახელმწიფოების სამხედრო ჰარმონიზაციის მიღწევა, მასში მონაწილეობენ ბულგარეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ესპანეთი, თურქეთი და საქართველო უკრაინა, როგორც სტრატეგიული პარტნიორები, რომლებსაც უნდათ, რომ ნატოს წევრი სახელმწიფოები გახდნენ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

 

“როგორც ვიცი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ძალებიც მონაწილეობენ და წვრთნების რაღაც ნაწილი საქართველოშიც უნდა ჩატარდეს. რა თქმა უნდა რუსები შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე გემს აამოქმედებენ, ყველა ვარიანტში მათი გემები ამ წვრთნების მიმდინარეობას დააკვირდებიან და არაა გამორიცხული მათი მხრიდან გარკვეული პროვოკაციების განხორციელებაც, დაუშვათ რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ, ნატოს სამხედრო თვითმფრინავების გადაჭერა, რომელიც ხდება ხოლმე შავი ზღვის აკვატორიაში და არა მარტო. რა თქმა უნდა რუსეთს ეს წვრთნები აღიზიანებს, მისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს და შესაძლოა ანალოგიური წვრთნების ჩატარებით უპასუხოს, ამაში ეჭვი არ მეპარება” - დასძენს მაისაია.

წაკითხვა 574 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 23 2020

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.