March 29, 2024

აშშ ერაყიდან 2200 სამხედროს სექტემბრის ბოლომდე გაიყვანს

აშშ ერაყიდან სამხედრო დანაყოფების მესამედის გაყვანას გეგმავს.

2200 ამერიკელმა სამხედრომ ქვეყანა სექტემბრის ბოლომდე უნდა დატოვოს. ამ დროისთვის ერაყში კოალიციური ძალების 5200 ჯარისკაცი იმყოფება. 

 

დარჩენილი 3000 სამხედრო ერაყის უსაფრთხოების ძალების კონსულტირებას განაგრძობს. ამის შესახებ გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყიდან ჯარების რაც შეიძლება სწრაფად გაყვანის თაობაზე განცხადება გასულ თვეში გააკეთა.

 

დონალდ ტრამპმა ამერიკული ჯარის "უსასრულო ომებიდან" გამოყვანის პირობა ჯერ კიდევ  2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დადო. მიმდინარე წლის იანვარში, ბაღდადში აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ კი, ერაყში ამერიკული ჯარის ყოფნა კიდევ უფრო განსაკუთრებული ყურადღებისა და მსჯელობის საგანი გახდა.

წაკითხვა 524 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.