აშშ ერაყიდან 2200 სამხედროს სექტემბრის ბოლომდე გაიყვანს
აშშ ერაყიდან სამხედრო დანაყოფების მესამედის გაყვანას გეგმავს.
2200 ამერიკელმა სამხედრომ ქვეყანა სექტემბრის ბოლომდე უნდა დატოვოს. ამ დროისთვის ერაყში კოალიციური ძალების 5200 ჯარისკაცი იმყოფება.
დარჩენილი 3000 სამხედრო ერაყის უსაფრთხოების ძალების კონსულტირებას განაგრძობს. ამის შესახებ გენერალმა კენეტ მაკკენზიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ერაყიდან ჯარების რაც შეიძლება სწრაფად გაყვანის თაობაზე განცხადება გასულ თვეში გააკეთა.
დონალდ ტრამპმა ამერიკული ჯარის "უსასრულო ომებიდან" გამოყვანის პირობა ჯერ კიდევ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს დადო. მიმდინარე წლის იანვარში, ბაღდადში აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ქასემ სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ კი, ერაყში ამერიკული ჯარის ყოფნა კიდევ უფრო განსაკუთრებული ყურადღებისა და მსჯელობის საგანი გახდა.
სიახლეები
- „საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
- საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ - გერმანიის საგარეო უწყება
- ვიზალიბერალიზაცია დავიწყეთ ჩვენ, მაგრამ ამათმა, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, ესეც უკუღმა წაიყვანეს
- მაკარონი მდნარი ყველით
- " როგორ შეიძლება მოწოდებები გააკეთო დაპირისპირებაზე? „ოცნება“ ხომ არ ხარ? - ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის უპასუხისმგებლო განცხადებებისგან "-ბექა ლილუაშვილი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე