ამ გვერდის ამობედვა

რუსეთი სამხედრო წვრთნებისთვის მედესანტეებს ბელარუსში აგზავნის

რუსეთი 14 სექტემბერს სამხედრო წვრთნებისთვის პსკოვიდან ბელარუსში მედესანტეებს გაგზავნის.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters რუსულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება. 

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ წვრთნები ბელორუსში დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს და მასში 300 რუსი სამხედრო და 70 ერთეული სამხედრო ტექნიკა იქნება წარმოდგენილი.

 

”სლავური ძმობის” ერთობლივი წვრთნები 14-25 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. სამინისტროს განცხადების თანახმად,  რუსი მედესანტეები სამშობლოში წვრთნების დასრულების შემდეგ დაბრუნდებიან.

წაკითხვა 624 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 13 2020