უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე გარდაიცვალა

უკრაინაში ვიცე-პოლკოვნიკი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, გია ცერცვაძე გარდაიცვალა.
 
გარდაცვლების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. 
 
გია ცერცვაძე რუსეთ-საქართველოს ომსა და უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა.  2014-2015 წლებში იგი მოხალისის სტატუსით იცავდა უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 
 
გია ცერცვაძე 2017 წელს, რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით, უკრაინაში დააკავეს. მას ბრალად 2003 წელს განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა ედებოდა. ვიცე-პოლკოვნიკის დაკავებას უკრაინის ოპოზიციონერი დეპუტატების და პარტიების პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც დაკავებული გაათვისუფლეს.
წაკითხვა 411 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 16 2018
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.