"მოსამართლე ჩახნაშვილი ცნობილია მონური მორჩილებით" - საძაგლიშვილი

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი, ცნობილია საკუთარი მონური მორჩილებით ხელისუფლების მიმართ, რა დავალებაც არის გაცემული ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.

 

საძაგლიშვილის თქმით, ნინო ჩახნაშვილი თვითონ არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაახმოვანებს. 

 

"სამწუხაროდ დღევანდელ სასამართლო სისტემაში, უმცირესობას წარმოადგენენ ის მოსამართლეები, რომლებიც არ ექვემდებარებიან პოლიტიკურ მითითებებს და არ არიან კლანის წევრები. ცხადია ასეთ მოსამართლეებთან არ ხვდება პოლიტიკური საქმეები, რაც შეეხება კონკრეტულად ნინო ჩახნაშვილს, ეს არის მოსამართლე, რომელიც ცნობილია საკუთარი მონური მორჩილებით ხელისუფლების მიმართ. ის იყო, მოსამართლე გიორგი რურუას საქმეზე და მან მიიღო გადაწყვეტილება მისი პატიმრობაში დატოვების თაობაზე. ნინო ჩახნაშვილი ბუნებრივია არ მიიღებს თავად არანაირ გადაწყვეტილებას და უბრალოდ მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირი გაახმოვანებს ხელისუფლების მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებას. რა დავალებაც არის გაცემული ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ნინო ჩახნაშვილის მხრიდან", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

წაკითხვა 398 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.