სოფელ ჩუმლაყში ერთი ადამიანი მოკლეს, სამი კი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს საკუთარ მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ამასთან, დაჭრილია სამი პირი.
შემთხვევა წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტს წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.
დაჭრილები გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. ექიმების ინფორმაციით, მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ და ქირურგიული ოპერაციები ჩაუტარდათ. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
სიახლეები
- „ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ევროპის მასშტაბით დივერსიებს ამზადებს
- “კვირაზე მეტია, უშედეგოდ ველით პასუხს” – ქუთაისში მოქმედი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე
- "სიძულვილის ენაზე აგებული აგრესიული კამპანია უწყვეტ ნაკადად მოედინება" -კახა კალაძე
- "ჩვენი ხედვა და ძალისხმევა, შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო და უზრუნველყოფილი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ურყევია"