ამ გვერდის ამობედვა

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციით, გოგი წულაია ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, წულაიას მდგომარეობა დამძიმდა. ის მოძრაობისას წაიქცა, რის გამოც საჭირო გახდა ექიმების ჩარევა. მისივე ინფორმაციით, წულაიას უკვე 15 კგ აქვს დაკლებული.

 

პენიტენციურ სამსახურს ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

 

გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს. ის პირველივე დღიდან შიმშილობს.

წაკითხვა 383 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 29 2021