შინაგან საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ვლადიმერ პოზნერის დაჯარიმების ქვითარს აქვეყნებს.

შსს-ს ცნობით, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე სულ 32 პირი დაჯარიმდა.

 

„სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციისა და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

https://cdn.1tv.ge/app/uploads/2021/04/1617273228-ქვითარი-64x300.jpg 64w" alt="" width="272" height="1280" class="alignnone size-full wp-image-1358886" style="box-sizing: border-box; vertical-align: middle; width: auto; height: auto; margin: 20px auto; transition: all 0.2s ease 0s; overflow-wrap: break-word; word-break: break-word; max-width: 100%;" />

წაკითხვა 908 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.