ტრაგედია მდინარე ენგურთან - დეტალები გარდაცვლილების შესახებ

მდინარე ენგურში დაღუპულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ვრცელდება.

3 ცხედრის აღმოჩენის შემდეგ მაშველები ახლა კიდევ ერთ დაკარგულს ეძებენ. გარდაცვლილია ოკუპირებული გალის რაიონის 3 მკვიდრი, ისინი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა გადაუდებელი საჭიროებისთვის ცდილობდნენ გადმოსვლას.

 

მათ შორის არის ცოლ-ქმარი, ასევე არის ახალგაზრდა ქალი და 60 წლამდე მამაკაცი. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება ერთი მამაკაცი. ენგურთან სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. 

 

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილების გამო, რომელსაც ერთ წელზე მეტია ხიდი ჩაკეტილი აქვს, მოქალაქეები იძულებული არიან, მდინარით და შემოვლითი გზებით ისარგებლონ, რაც მათ სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. ენგურის ხიდი ერთ წელზე მეტია ჩაკეტილია, რამდენიმე კვირის წინ საოკუპაციო საზღვრის გადაკვეთის უფლება მხოლოდ პენსიონერებს და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს მისცეს.

წაკითხვა 514 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.